ახალი ამბები

შსს-ს თქმით, 9 მილიონ ლარამდე ღირებულების ნარკოტიკი გაანადგურეს

11 დეკემბერი, 2019 • 1271
შსს-ს თქმით, 9 მილიონ ლარამდე ღირებულების ნარკოტიკი გაანადგურეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყებამ გაანადგურა სისხლის სამართლის 676 საქმეზე სხვადასხვა დროს ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკები.

შსს-ში აცხადებენ, რომ განადგურებული ნარკოტიკების ღირებულება ე.წ. „შავ ბაზარზე“ დაახლოებით 9 მილიონამდე ლარია.

განადგურებულ ნარკოტიკულ საშუალებებს შორისაა: 3065 აბი “სუბუტექსი”, 302 გრამი “ჰეროინი”, 205 აბი და 14 კაფსულა “ტრამადოლი”, 327 კილო “კანაფი”, 13 კილოგრამი “მარიხუანა”, 16 კილოგრამი “კანაფის ფისი”, 7 კილოგრამი და 1150 აბი “კოდეინი”, 204 კაფსულა “მეტადონი” და 287 აბი “მდმა”.

უწყებაში აცხადებენ, რომ ნარკოტიკები ახალი ტექნოლოგიით, შესაბამისი გარემოსდაცვითი სტანდარტების მაღალტემპერატურულ ღუმელში განადგურდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი