ახალი ამბები

ოდესის გუბერნატორის პოსტზე მინისტრთა კაბინეტმა პოროშენკოს სააკაშვილი წარუდგინა

30 მაისი, 2015 •
ოდესის გუბერნატორის პოსტზე მინისტრთა კაბინეტმა პოროშენკოს სააკაშვილი წარუდგინა

თავდაპირველად იგორ შევჩენკომ განაცხადა, რომ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად დაინიშნა, თუმცა მალევე გაავრცელა მეორე განცხადება, სადაც უზუსტობისთვის ბოდიში მოიხადა და განმარტა, რომ მინისტრთა კაბინეტმა მართლაც მიიღო გადაწყვეტილება სააკაშვილის შესახებ, თუმცა საბოლოო სიტყვა პრეზიდენტს ეკუთვნის.

 



Вибачаюся за неточність в своєму попередньому пості про призначення Михайла Саакашвілі.Кабінет Міністрів дійсно прийня…

Posted by Ігор Шевченко on Friday, May 29, 2015


მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტი მხარს დაუჭერს მთავრობის ხედვას და სააკაშვილს ამ თანამდებობაზე დანიშნავს.

 

უკრაინის რადას წევრმა, მუსტაფა ნაიემმა კი საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა, რომ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო

 



Михаил Саакашвили официально стал гражданином Украины.

Posted by Mustafa Nayyem on Friday, May 29, 2015

 

რადას კიდევ ერთმა დეპუტატმა სერგეი ლეშენკომ კი ტვიტერზე დაწერა, რომ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქე პარასკევს გახდა. 

 

“მიშა, ჩვენ გვინდა ახალი ბათუმი იქ!” – წერს ლეშენკო.

 

თებერვალში, უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს ექსპრეზიდენტი რეფორმების საერთაშორისო საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა. მაშინ სააკაშვილი აცხადებდა, რომ ამ თანამდებობაზე მუშაობისათვის მას არ ჭირდებოდა უკრაინის მოქალაქეობის მიღება და საქართველოს მოქალაქედ რჩებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი