ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

იტალიაში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელი სამსახურიდან დაითხოვეს

29 მაისი, 2015 • • 1090
იტალიაში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელი სამსახურიდან დაითხოვეს

უწყებაში განმარტავენ, რომ მურჯიამ პოსტიდან დათხოვნის შესახებ განცხადება თავად დაწერა. 

 

უწყების განცხადებით, მურჯიამ არაერთხელ უხეშად დაარღვია სამსახურეობრივი და ფინანსური დისციპლინა, ასევე საყოველთაოდ მიღებული ეთიკური ნორმები. აქვე, წერია, რომ ევროპაში აფხაზეთის ინტერესების ეფექტურად და აქტიურად გატარებისთვის მურჯიას საკმაოდ სოლიდური ანაღაურებას ურიცხავდა აფხაზეთის მთავრობა.

 

მაურო მურჯია იტალიაში აფხაზეთის საგარეო უწყების წარმომადგენლად 2012 წელს დაინიშნა. 2013 წელს სან მარინოში აფხაზეთის წარმომადგენლადაც დანიშნეს. სწორედ მისი მუშაობის დროს მოაწერა ხელი აფხაზეთმა იტალიის რიგ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის შეთანხმებებზე. 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

 

მასალების გადაბეჭდვის წესი