ახალი ამბები

მიუხედავად კორუფციული სკანდალისა, BBC-ის ცნობით, ფიფას არჩევნების ფავორიტი ისევ ბლატერია

29 მაისი, 2015 •
მიუხედავად კორუფციული სკანდალისა, BBC-ის ცნობით, ფიფას არჩევნების ფავორიტი ისევ ბლატერია

საპრეზიდენტო არჩევნებს წინ უძღვოდა კორუფციული სკანდალი ფიფას მმართველ ეშელონში, რის შედეგადაც რამდენიმე ტოპმენეჯერი, მათ შორის ვიცე-პრეზიდენტი ჯეფრი ვები დააკავეს. გამოძიების პროცესში ერთ-ერთ ეჭვმიტანილად მოიაზრებოდა FIFA-ს პრეზიდენტი ზეპ ბლატერი, თუმცა ის ამჟამად დაკავებულთა შორის არ არის. საფეხბურთო წრეებში არსებობს მოლოდინი, რომ ეს სკანდალი არჩევნებზე ბლატერის რეპუტაციაზე დადებითად არ აისახება, თუმცა მან პასუხისმგებლობა მოიხსნა და განაცხადა, რომ “ყველას ვერ გააკონტროლებს.”

ბლატერი და ფიფას დაკავებული მაღალჩინოსნები დაიცვა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. “აშშ-ის კიდევ ერთი უხეში მცდელობა, თავისი იურისდიქციის ქვეშ მოაქციოს სხვა ქვეყნები” – ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი FBI-ს მიერ ფიფას მაღალჩინოსნების წინააღმდეგ გამოძების დაწყებას. “ვიცით ის ზეწოლა, რასაც ბლატერი განიცდიდა რუსეთში 2018 წელს დაგეგმილი ფიფას მსოფლიო თასის გაუქმების მოთხოვნით, – ამბობს პუტინი.


აქცია ბლატერის წინააღმდე © EPA/ENNIO LEANZA
აქცია ბლატერის წინააღმდე © EPA/ENNIO LEANZA

აქცია ბლატერის წინააღმდე © EPA/ENNIO LEANZA
აქცია ბლატერის წინააღმდე © EPA/ENNIO LEANZA

მიუხედავად ზემოხსენებული სკანდალისა, BBC ფავორიტად მაინც ბლატერს მიიჩნევს. BBC-ის ინფორმაციით, აზიის, ამერიკისა და აფრიკის ქვეყნების უმეტესობა მხარს მაინც ბლატერს დაუჭერს, მაშინ, როდესაც ევროპა იორდანიის პრინცისაკენ გადაიხრება.

ნიგერიის საფეხბურთო ფედერაციის პრეზიდენტმა BBC-ს უთხრა, რომ 54 აფრიკული ქვეყნიდან ბლატერი მინიმუმ 50-ს მიიღებს. “100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ბლატერი მოიგებს”.


ფიფას პრეზიდენტი ზეპ ბლატერი © EPA/STEFFEN SCHMIDT
ფიფას პრეზიდენტი ზეპ ბლატერი © EPA/STEFFEN SCHMIDT

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისათვის კანდიდატმა მინიმუმ 140 ხმა უნდა მოიპვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაინიშნება მეორე ტური, სადაც გამარჯვებულის ვინაობას ხმათა უმრავლესობა გამოავლენს. ბლატერი უკვე 17 წელია ფიფას პრეზიდენტია.  

მასალების გადაბეჭდვის წესი