ამასთან დაკავშირებით, შსს-ს ცნობით, დღეს და ხვალ, 08:00 საათიდან ქუთაისის ცენტრალური მოედანი დაიკეტება. ავტომანქანების მოძრაობა შენარჩუნდება რუსთაველის გამზირზე, წერეთლის, თამარ-მეფის, გოგებაშვილის, მარი ბროსეს და ფალიაშვილის ქუჩებზე.
31 მაისს, 08:00 საათიდან მოძრაობა აიკრძალება გ. ტაბიძის, შ. რუსთაველის, მარი-ბროსეს, ზ. ფალიაშვილის და თბილისის ქუჩებზე.
31 მაისს ავტომანქანებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება საფიჩხიის მიმართულებით – ვაჟა-ფშაველას, დავით და კონსტანტინეს, ვარლამიშვილის ქუჩების გავლით. ხოლო საფიჩხიიდან ავტომანქანები იმოძრავებენ თამარ მეფისა და პუშკინის ქუჩების გავლით წერეთლის ქუჩის მიმართულებით.
ავტომანქანების მოძრაობა ტელმანის მოედნიდან ზ.ფალიაშვილის ქუჩის მიმართულებით ნებადართული იქნება.
მოძრაობა 31 მაისს, ღონისძიების დასრულებისთანავე აღდგება.
მთავარი ღონისძიება 31 მაისს, 12:00 საათზე დაიწყება ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე.
შეგახსენებთ, რომ წინა ხელისუფლების დროს პოლიციის დღედ მაშინდელმა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 6 მაისი დააწესა, რაც ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში შეიცვალა. 2013 წელს პოლიციის დღე 19 მაისს აღინიშნა, ხოლო 2014 წელს- 30 მაისს ბათუმში.