ახალი ამბები

ლაფანყურის ოპერაციის მოწმის, ზელიმხან ხანგოშვილის დაჭრის ფაქტს შსს არ ადასტურებს

28 მაისი, 2015 •
ლაფანყურის ოპერაციის მოწმის, ზელიმხან ხანგოშვილის დაჭრის ფაქტს შსს არ ადასტურებს

რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მყოფი ზელიმზან ხანგოშვილის მეგობარი, საიხან მუზაევი [ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დევნილთა და განსახლების სამინისტროს თარჯიმანი იყო], ტელეკომპანია რუსთავი 2-თან საუბარში ამბობს, რომ ზელიმხან ხანგოშვილმა დაინახა, ვინც ესროლა, თუმცა, ვერ იცნო. მუზაევის განცხადებითვე, რას შეიძლება უკავშირდებოდეს მისი მეგობრის დაჭრის ფაქტი, არ იცის. 

 

რუსთავი 2 -ის ინფორმაციითვე, ხანგოშვილი სამედიცინო დაწესებულებაში სხვა სახელითა და გვარით შეიყვანეს. 

 

ზელიმხან ხანგოშვილის სახელი 2012 წლის 28–29 აგვისტოს სოფელ ლაფანყურთან, ლოპოტის ხეობაში ჩატარებულ სპეციალურ ოპერაციას უკავშირდება. კონკრეტულად, ის მაშინ ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა და ლოპოტის ხეობაში აღნიშნული მოვლენების დროს ახმედ ჩატაევთან ერთად მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ამის შესახებ დეტალურად სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშშიცაა აღწერილი.  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი