ახალი ამბები

ვიმედოვნებთ, ყველა პატიმარი გათავისუფლდება – ევრონესტის თანათავმჯდომარეები 20 ივნისს დაკავებულებზე

10 დეკემბერი, 2019 • 1023
ვიმედოვნებთ, ყველა პატიმარი გათავისუფლდება – ევრონესტის თანათავმჯდომარეები 20 ივნისს დაკავებულებზე

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარეების განცხადებით, პოლიტიკური აქტივისტების სამართლებრივი დევნა არ მოდის თანხვედრაში საქართველოს მისწრაფებებთან ევროინტეგრაციის საკითხებში.

ამის შესახებ განაცხადეს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარეებმა, ანდრიუს კუბილიუსმა და ივან კრულკომ თბილისში მიმდინარე ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-8 სესიის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე 20 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულ ადამიანებზე საუბრისას.

“ევროპული სტილი და ტრადიცია არ არის ადამიანების დაპატიმრება და სისხლისამართლებრივი დევნა მათი პოლიტიკური საქმიანობის გამო. ჩვენ მივიღეთ დაკავებულების 87-კაციანი სია ოპოზიციიდან. არ განვიხილავთ კონკრეტულ საქმეებს, მაგრამ ეს არ მოდის შესაბამისობაში საქართველოს ევროპული ინტეგრაციიის მისწრაფებებთან და არ არის კარგის ნიშანი”, – განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი შედეგს გამოიღებს და აღნიშნა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მიიღო დაპირება, რომ სიტუაციიდან გამოსავალს მოძებნიან.

“მომდევნო წელს თქვენ გექნებათ არჩევნები. პოლიტიკური პროცესი პარლამენტში, პოლიტიკური პროცესი ქუჩებში – არჩევნების გამო ხდება ეს ყველაფერი. არაერთხელ მიხილავს უკრაინაში იგივე პროცესები. მაგრამ თუ ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკურ პროცესებში პატიმრების არსებობის შესახებ, ეს არ არის კარგი გზავნილი ევროპელი მეგობრებისთის და ევროპული ინტეგრაციის სტრატეგიისთის. ვიმედოვნებ, რომ ყველა პატიმარი ახლო მომავალში იქნება გათავისუფლებული და ოპოზიცია და ხელისუფლება გააგრძელებნ დიალოგს”, – განაცხადა კრულკომ.

მასალების გადაბეჭდვის წესი