ახალი ამბები

ტყიდან მიწის გატანის სანაცვლოდ მოქალაქისგან ქრთამის აღების ბრალდებით რეინჯერი დააკავეს

10 დეკემბერი, 2019 • 673
ტყიდან მიწის გატანის სანაცვლოდ მოქალაქისგან ქრთამის აღების ბრალდებით რეინჯერი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ბრალდებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერი დააკავეს.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა საქართველოს მოქალაქეს ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიიდან 500 ტომარა მიწის ნაყოფიერი ფენის უკანონოდ მოპოვების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და ორ ნაწილად გამოართვა 3500 ლარი.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

მასალების გადაბეჭდვის წესი