ახალი ამბებირეკლამა

ლევან გოგიჩაიშვილი დადებითად აფასებს „ევროპაბეთის“ თვითრეგულირებას

9 დეკემბერი, 2019 • 1691
ლევან გოგიჩაიშვილი დადებითად აფასებს „ევროპაბეთის“ თვითრეგულირებას

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი, რომელიც „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების მოწყობის შესახებ“ ახალი კანონპროეტის თანაავტორია, მიიჩნევს, რომ თვითრეგულირების პრეცედენტით ბიზნეს სექტორმა გაცილებით მეტი გააკეთა, ვიდრე სახელმწიფომ.

„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით ნაბიჯი გადადგას სახელმწიფომ, რომელიც ხედავს ამ პრობლემას და არ აგვარებს. კი ბატონო, ბიზნესმა გადმოდგა ნაბიჯი და უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე სახელმწიფო აკეთებს, ახლა ჯერი პარლამენტზეა. არასერიოზული იქნება, რომ ამის შემდეგ გადაწყვეტილება არ მიიღოს პარლამენტმა. რაც შეეხება ახალ პროექტს, მათი კომპანია და მათი გადაწყვეტილებაა, დანარჩენს თავად მომხმარებელი შეაფასებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი ამ პროცესში, რათა რეკლამის მეშვეობით კიდევ სხვა ახალგაზრდების ჩართვა არ მოხდეს აზარტულ თამაშებში. სამარცხვინოა, კომპანიები იღებდნენ გადაწყვეტილებებს და პარლამენტს ეს საკითხი არ აინტერესებდეს. მთავარი გადაწყვეტილება სახელმწიფომ უნდა მიიღოს“,- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ცნობისთვის, დღევანდელ პრეს–კონფერენციაზე კომპანია „ევროპაბეთმა“ ახალი სციალური კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა. ეს არის – „პასუხისმგებლიანი თამაში“, რომლის ფარგლებში კომპანია მთლიანად უარს ამბობს გარე რეკლამაზე. მან უკვე ჩამოხსნა ბილბორდები, ასევე ზღუდავს სატელევიზიო და რადიორეკლამას, ხოლო ინტერნეტრეკლამის შემთხვევაში მაქსიმალურად ეცდება ასაკობრივ შეზღუდვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი