უსუსფაშვილის განცხადებით, კანდიდატურებთან დაკავშირებით კონსულტაციები გამართა უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლებთან. დასახელებული კანდიდატი აღნიშნულ კომიტეტებში თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობებს იკავებენ.
ევროინტეგრაციისა და აგრარული კომიტეტების თავმჯდომარეების თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თინათინ ხიდაშელი თავდაცვის მინისტრად დაინიშნა, ხოლო გიგლა აგულაშვილი -გარემოს დაცვის მინისტრად, სწორედ აღნიშნული პირები იკავებდნენ კომიტეტის თავმჯდომარეების თანამდებობებს.