ახალი ამბები

რატომ აჩუქა საქართველოს პრეზიდენტმა ხელისუფლების წარმომადგენლებს კონსტიტუცია

28 მაისი, 2015 •
რატომ აჩუქა საქართველოს პრეზიდენტმა ხელისუფლების წარმომადგენლებს კონსტიტუცია

კახა კოჟორიძე, პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებების საკითხებში აცხადებს, რომ ამ საჩუქარს არ ჰქონია რაიმე ტიპის პოლიტიკური მესიჯის დატვირთვა და ატარებდა მხოლოდ სიმბოლურ მნიშვნელობას.

 

შეკითხვაზე, უკავშირდება თუ არა ეს საჩუქარი იმ დისკუსიებს მთავრობას, პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის, რაც ეხებოდა უფლებამოსილებების საკითხებზე კონსტიტუციის სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციას, კოჟორიძე პასუხობს:

 

“ნამდვილად არ უკავშირდება ამ დისკუსიებს. თუ პრეზიდენტს აქვს განსხვავებული პოზიცია რაიმე საკითხთან დაკავშირებით, ის ამას პირდაპირ ამბობს და ამის ირიბად თქმა პრეზიდენტს არ ჭირდება”.

 

პოლიტიკურ მოტივაციას გამორიცხავს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილიც:

“არ მგონია, რომ რაიმე სხვა დატვირთვა ჰქონდა. მივიღე და ძალიან მესიამოვნა პრეზიდენტის ეს საჩუქარი, ძალიან კარგი და სიმბოლური იყო, ალბათ, რომ 26 მაისს კონსტიტუცია მივიღეთ საჩუქრად, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია და ძალიან ლამაზი გამოცემაა კონსტიტუციის”.

მასალების გადაბეჭდვის წესი