ახალი ამბები

ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის კონსულტაციების მე-3 რაუნდი სავარაუდოდ 15 დეკემბერს გაიმართება

9 დეკემბერი, 2019 • 1174
ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის კონსულტაციების მე-3 რაუნდი სავარაუდოდ 15 დეკემბერს გაიმართება

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ელჩების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, სავარაუდოდ, კვირას, 15 დეკემბერს გაიმართება.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

“სავარაუდოდ კვირას, დაახლოებით ერთ კვირაში შედგება მორიგი შეხვედრა, სადაც ჩვენ ვიმსჯელებთ მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოქლების შესახებ. ეს არის ახალი ინიციატივა, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ მეორე შეხვედრაზე. ჩვენი პოზიცია დამოკიდებულია კონსულტაციებზე, რომელიც გაიმართება უმრავლესობის შიგნით. ამის შემდეგ ჩვენ გვექნება პოზიციის დაფიქსირების საშუალება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით მიმდინარე კონსულტაციების მეორე რაუნდის შემდეგ, 8 დკემბერს, მმართველმა გუნდმა მზადყოფნა გამოთქვა, მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემის შემოღების საკითხი განიხილოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი