“მოსამართლეობის 20-ვე კანდიდატი არცერთ შემთხვევაში არ დამტკიცდება” – კობახიძე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებული კენჭისყრა 11 დეკემბერს ჩაინიშნა.

“საკომიტეტო სხდომა შედგება, ამის შემდეგ უკვე პლენარულ ფორმატში განვიხილავთ მოსამართლეების საკითხს და უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე მეტად წაადგება სასამართლო სისტემის სათანადო განვითარებას. სურათი არის ისე ჩამოყალიბებული, რომ 20-ვე კანდიდატი არცერთ შემთვხვევაში არ დამტკიცდება. რამდენი იქნება და ვინ იქნებიან, ეს გაირკვევა ოთხშაბათისთვის”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიაში არიან: თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, მაია ვაჩაძე, თამარ ზამბახიძე, გიორგი მიქაუტაძე, ნუგზარ სხირტლაძე, ლალი ფაფიაშვილი და ნინო ქადაგიძე, მირანდა ერემაძე, მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე, ზაზა თავაძე, ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე, პაატა სილაგაძე, ლაშა ქოჩიაშვილი, ქეთევან ცინცაძე, ალექსანდრე წულაძე და გოჩა ჯეირანაშვილი.

აქედან ერთმა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს უზენაესის მოსამართლეების შესარჩევი კონკურსიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შესახებ განცხადებით მიმართა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტში წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი შეარჩია.

ამ თემაზე:

ჯანეზაშვილის 10 მიზეზი პარლამენტს, რატომ არ უნდა დაამტკიცონ უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატები

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.