ახალი ამბები

ანონსი – 28 მაისი [2015]

27 მაისი, 2015 •
ანონსი – 28 მაისი [2015]

10:00 დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა ქუთაისი, დარბაზი №303

 

10:30 იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ქუთაისი, დარბაზი N304

 

10:30 საათზე, სასტუმრო თბილისი მარიოტში საქართველოში მოღვაწე 15 არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის პირველი ორი წლის შეფასების ანგარიშს წარადგენს. შემაჯამებელი ანგარიში საჯარო პოლიტიკის 20-ზე მეტ სფეროს ეხება.

 

11:00 საათზე თბილისის მერი დავით ნარმანია სოფელ თხინვალასთან მისასვლელი გზის კაპიტალურ სამუშაოებს დაათვალიერებს.

 

11:00 თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა ქუთაისი, საკონფერენციო დარბაზი

 

11:00 განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა ქუთაისი, დარბაზი N306

 

11:00 საათზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა-თბილისის” თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: მერიაში საკადრო პრობლემები

 

11:00-ზე თბილისის საკრებულოს ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ზაზა ვეკუა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემები: თბილისის მერის მრჩევლები და ბიუჯეტის კორექტირება; მერიის ბიუჯეტის აუთვისებელი თანხები; პრემიები და დანამატები; საბავშვო ბაღებში რეგისტრასიის პროცესი.

 

11:30-ზე საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ტურისტული სეზონი და ტურისტები საქართველოში.

 

11:30 საათზე, “პირველ პრესკლუბში”„ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე, “ნაციონალური მოძრაობის” წევრების პარტიის დატოვებასთან და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

 

11:30 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილგიორგაძე ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) გენერალურდირექტორს ფრენსის გარის შეხვდება.

 

12:00 საათზე, “პირველ პრესკლუბში” “დემოკრატიული მოძრაობის” პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე, “ნაციონალური მოძრაობის” წევრების პარტიის დატოვებასთან და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

 

12:00 ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ქუთაისი, დარბაზი N302

 

13:00 საათზე თბილისის მერი დავით ნარმანია თბილისის წიგნის XVII საერთაშორისო ფესტივალს ესტუმრება. მის: ექსპო ჯორჯია; მე-11 პავილიონი.

მასალების გადაბეჭდვის წესი