“ბუნებრივია, როდესაც პოლიტიკაში ხარ ჩართული, შენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი გავლენა მოიპოვო, როგორც საპარლამენტო ცხოვრებაში, ისე მის მიღმა. ამიტომ ჩვენი ამოცანა იქნება ვიაროთ გაზრდის გზით და მათ შორის ფრაქციის ჩამოყალიბების გზით, ეს არ არის უბრალოდ სიტყვები, ეს არის დამატებით შესაძლებლობებთან დაკავშირებული, რაც უკავშირდება სხვადასხვა პროცესებში მონაწილეობას, დებატებს ეხება ეს თუ კანონპროექტების განხილვებში მონაწილეობას. ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას ვეცდებით. რა იქნება, ამას გვაჩვენებს მომავალი”- განაცხადა პავლე კუბლაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერით.
25 მაისს ენმ-დან ოთხი დეპუტატი – ზურაბ ჯაფარიძე, პავლე კუბლაშვილი, გოგა ხაჩიძე, გიორგი მელაძე გავიდა. პარტიის დატოვების მიზეზებთან დაკავშირებით დღეს ზურაბ ჯაფარიძემ განცხადება გაავრცელა. ფრაქციის შესაქმნელად საჭიროა მასში ექვსი ადამიანი გაერთიანდეს.