“ძვირფასო მეგობრებო! ყველას დიდი მადლობა გულთბილი მოლოცვისათვის და კეთილი სურვილებისათვის!
დილიდან დიასპორის ფორუმზე ვარ და ახლა შევიტყვე ამ აჟიოტაჟის შესახებ, მადლობა კიდევ ერთხელ. იმედია, გავამართლებ თქვენს იმედებს”, – წერს კირტავა ფეისბუკზე.
კირტავამ, როგორც ბლოგერმა, თავისი ვინაობა 2013 წლის 20 ნოემბერს მწერალთა სახლში გამართულ პრეზენტაციაზე გაასაჯაროვა. მაშინ გაიმართა მისი წიგნის, “სოლომონის ფიქრების” პრეზენტაცია, რომელიც ავტორის მიერ გამოქვეყნებული ბლოგპოსტებისა და კომენტარების კრებულია.
სოლომონ თერნალელმა თავისი პირველი ბლოგპოსტი 2009 წლის თებრავლში გამოაქვეყნა, თუმცა მისი ვებგვერდის მიხედვით, ავტორმა პირველი სტატია 2008 წლის მაისში დაწერა, საპარლამენტო არჩევნების წინ.