ადმინისტრაციის ცნობით, ინვესტორებს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ეკონომიკური საბჭოს მდივან, ბიზნესომბუდსმენ გიორგი გახარიასთან ერთად შეხვდა.
“შეხვედრას ისრაელში მოღვაწე ბიზნესმენი, მიხეილ მირილაშვილი, კომპანია Pegasus East West-ის თავმჯდომარე რაფი კამინერი და კომპანია CEFC-ის წარმომადგენლები დაესწრნენ”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
მიმდინარე წლის მარტში პრემიერის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გარდაბნის თბოელექტროსადგურის გასხვისების საკითხზე მოლაპარაკებები Pegasus Eastwest-თან დასასრულს უახლოვდება.
“გარდაბანში 230 მგვ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობა საქართველოს მთავრობამ გასული წლის იანვარში დაიწყო. თბოელექტროსადგური ექსპლუატაციაში 2015 წლის ბოლოდან უნდა შევიდეს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება იყო 220 მლნ აშშ დოლარი და ის საპარტნიორო ფონდისა და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ დაფინანსდა”, – ნათქვამი იყო მაშინ მთავრობის განცხადებაში.