დღეს 18:00 საათზე სასტუმრო “შერატონში“ ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენელთა კიდევ ერთი შეხვედრაა ჩანიშნული. შეხვედრის თემებს შორის ერთ-ერთი უმთავრესი 2020 წლის არჩევნებია.
შეხვედრას ასევე დაესწრებიან უცხოელი დიპლომატებიც.
წინა შეხვედრა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 30 ნოემბერ შედგა. მას დიპლომატიური კორპუსის ესწრებოდა.
შეხვედრის შემდეგ ოპოზიციური „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ იმის მიუხედავად, რომ ამ შეხვედრაზე „ქართულ ოცნებას“ არ მოუტანია არანაირი შეთავაზება და ოპოზიციის შეთავაზებული გერმანული მოდელი კიდევ ერთხელ დაიწყნა, დიალოგი გაგრძელდება და სულ მცირე, ერთი შეხვედრა მაინც ჩატარდება.