ახალი ამბები

“წადი! მონა!” – პრემიერ გიორგი გახარიას ბათუმში აქციით დახვდნენ

7 დეკემბერი, 2019 • 1833
“წადი! მონა!” – პრემიერ გიორგი გახარიას ბათუმში აქციით დახვდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს, 7 დეკემბერს, ბათუმში იმყოფება.

13 საათზე პრემიერ-მინისტრი ბათუმის საზღვაო აკადემიაში მივიდა, სადაც სტუდენტებს შეხვდა და ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. საზღვაო აკადემიის წინ მას ორგანიზაცია „ალტერნატივას“ აქტივისტები დახვდნენ პლაკატებით.

ისმოდა შეძახილები: „წადი! მონა!“ ერთ-ერთი აქტივისტი შეეცადა პრემიერის ავტომანქანას მიახლოებოდა, თუმცა პოლიციამ შეაჩერა. ადგილზე იმყოფებოდა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი კოტე ანანიაშვილიც.

გიორგი გახარია აკადემიის ჭიშკართან, აქტივისტების წინ რამდენიმე წუთით შეჩერდა, თუმცა საპროტესტო შეძახილების შემდეგ ის მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. პრემიერთან ერთად აკადემიაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეც იმყოფებოდა.

დღეს გახარია ბათუმის მშენებარე სტადიონს დაათვალიერებს, შემდეგ კი ბათუმის ნავსადგურში წავა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი