ახალი ამბები

კუბლაშვილი: ყველა წყარო, რომელიც დააფინანსებს ჩვენს ახალ გაერთიანებას იქნება გამჭირვალე

27 მაისი, 2015 •
კუბლაშვილი: ყველა წყარო, რომელიც დააფინანსებს ჩვენს ახალ გაერთიანებას იქნება გამჭირვალე

“ჩვენ არ ვაპირებთ ჩრდილში დგომას, ჩვენ ვაპირებთ ვიყოთ აქტიურები, შესაბამისად, ვუპასუხოთ ყველა იმ დაკვეთას, რომელიც არსებობს საზოგადოებაში”,- განაცხადა კუბლაშვილმა. 

 

მან ასევე ისაუბრა პარტიის დაფინანსების საკითხზე და განაცხადა, რომ ინფორმაცია, რომელიც გუშინ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერით გაზეთ “ქრონიკა+”-ის რედაქტორმა ელისო კილაძემ გაავრცელა, სიმართლეს არ შეესაბამება. კილაძის თქმით, “ნაციონალური მოძრაობიდან” წამოსულ პირებს ბიძინა ივანიშვილის მთავრობა აფინანსებს.

 

“ის ადამიანები, რომლებიც საუბრობენ რაღაც მითიურ თანხებზე, რაც თურმე ჩვენ უკვე გაგვაჩნია, მინდა დავამშვიდო, მათდა საკეთილდღეოდ ჯერჯერობით არც პოლიტიკური გაერთიანება გვაქვს, და არც რაიმე ფინანსები, თუმცა ჩვენ გულშემატკივრებს მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ გვექნება ის დაფინანსება, რაც აუცილებელია პოლიტიკური პარტიისთვის, ოღონდ ყველა ის წყარო, რომელიც დააფინანსებს ჩვენს ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას, იქნება გამჭირვალე და არავის კითხვის ნიშნებს არ დავუტოვებთ”, – განაცხადა კუბლაშვილმა.

 

25 მაისს ენმ-დან ოთხი დეპუტატი – ზურაბ ჯაფარიძე, პავლე კუბლაშვილი, გოგა ხაჩიძე, გიორგი მელაძე გავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი