„ბოლო მომენტამდე, როგორც იქნა, მათ შეძლეს ერთ გუნდად წარმოჩენა, მაგრამ ვიცი, რომ შიგნით კიდევ სამ ჯგუფად იშლება „ნაციონალური მოძრაობა“, – განუცხადა პრემიერმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას.
25 მაისს ენმ-დან ოთხი დეპუტატი – ზურაბ ჯაფარიძე, პავლე კუბლაშვილი, გოგა ხაჩიძე, გიორგი მელაძე გავიდა.
“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრის პავლე კუბლაშვილის განცხადებით, ახალი პარტიის საქმიანობა განსხვავებული იქნება სხვა პარტიების მიმართ, მათ შორის “ნაციონალური მოძრაობის” მიმართაც.