ახალი ამბები

გაუპატიურებაში ბრალდებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

6 დეკემბერი, 2019 • 1080
გაუპატიურებაში ბრალდებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

გაუპატიურებაში ბრალდებულ პოლიციელს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა დავით პაპავამ განუცხადა:

“ბრალდების მხარემ სასამართლოს მიმართა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, რაც სრულად დაკმაყოფილდა.”

ბრალდებულის ადვოკატის თქმით, პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. მისივე თქმით, დაკავებული პოლიციელი ბრალს არ აღირებს.

“მთავრი არხისთვის” მიცემულ ინტერვიუში კაცი ყვება რომ პოლიცელმა ის გააუპატიურა. მისივე თქმით, პოლიციელი გაუპატიურების შემდეგ მას ემუქრებოდა: “მეუბნებოდა რომ თუ ამ თემაზე ხმას ამოვიღებდი, ამას ძალიან ცუდი ამბავი მოჰყვებოდა.” პროკურატურამ საქმეზე გამოძიება სსკ-ის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუპატურებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი