ახალი ამბები

ღარიბაშვილი: დარჩენილი ვართ 3.7 მილიონი, ეს არის კატასტროფა

27 მაისი, 2015 •
ღარიბაშვილი: დარჩენილი ვართ 3.7 მილიონი, ეს არის კატასტროფა

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებითვე, მთავრობა ეძებს გზებს, თუ როგორ დააბრუნოს საქართველოდან წასული მოქალაქეები ქვეყანში.

 

“ჩვენ ყოველთვის ვეძებდით და დღესაც ვეძებთ მთავარ მოტივაციას, რამაც უნდა განაპირობოს ჩვენი თანამოქალაქეების დაბრუნება. ჩვენ ყოველთვის რაღაც იდეის ძიებაში ვართ, რაც მათი მთავარი მამოძრავებელი ძალა იქნება, რაც გადააწყვეტინებს მათ, რომ დაბრუნდნენ საქართველოში”, – ამბობს პრემიერი.


საქსტატის საყოველთაო აღწერის წინასწარი მონაცემებით, [2014 წლის 5 ნოემბრის მონაცემებით] საქართველოს მოსახლეობა 3 729 635 ადამიანით განისაზღვრა. წინა აღწერასთან (2002) შედარებით მოსახლეობის რაოდენობა 641 900-ით შემცირდა.


ირაკლი ღარიბაშვილი. ფოტო –  პრემიერის Facebook გვერდიდან
ირაკლი ღარიბაშვილი. ფოტო – პრემიერის Facebook გვერდიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი