10 საათზე სასტუმრო თბილისი მარიოტში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) და ესტონურ არასამთავრობო ორგანიზაცია პრაქსის პოლიტიკური სწავლების ცენტრის (PRAXIS) ერთობლივი კვლევის განხილვაზე; შეხვედრას გახსნიან ესტონეთის ელჩი საქართველოში პრიიტ ტურკი და საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.
10:30-ზე პოლიტიკური პარტია “ახალი მემერჯვენეების“ თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: 12 არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიის გეგმები საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით და რა იგეგმება 30 მაისს პრეზიდენტის ეგიდით.
10:45-ზე „გაერთიანებული დემოკრატების“ წარმომადგენელი გიორგი ახვლედიანი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში. მოხდება თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებები და რა გადაწყვეტილებას ელოდებიან არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიები 30 მაისს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23.
12:00 საათზე ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – “აფბა” საინფორმაციო სააგენტო “პირველის” პრეს–კლუბში ბრიფინგს გამართავს. თემა: მონეტარული ინსტრუმენტებით ლარის გამყარება ეკონომიკის ზრდას არ შეაფერხებს.
13:00 საათზე, პრაიმტაიმის პრესკლუბში თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრი გამართავს პრესკონფერენციას საქართველოს ეროვნული ბანკის და ეროვნული ვალუტის უსაფრთხოების და მდგრადობის საკითხთან დაკავშირებით. საუბარი შეეხება საქართველოს პარლამენტის მიერ ეროვნული ბანკისთვის ზედამხედველობის ფუნქციის ჩამორთმევის საკითხსაც.
13:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე შეხვდება ცხინვალიდან დევნილ ქართველ ბავშვებს, რომლებმაც სამინისტროს მხარდაჭერით მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს ბავშვთა საერთაშორისო ფესტივალში „მზე და ზღვა“. ფესტივალი 3-8 მაისს, ესპანეთის ქალაქ ლორეტ დე მარშში (კატალონია) გაიმართა.
15:00 საათზე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში (მის: თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 68) გაიმართება ,,სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის“ პრეზენტაცია, რომლის შექმნის ინიციატივით გამოდიან არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდა“ და პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ,,ჯეპრა.“
19.00 მწერალთა სახლი „ქალაქი გუშინ, დღეს, ხვალ“ ციკლის ფარგლებში გიწვევთ ლადო ვარდოსანიძის საჯარო ლექციაზე,