ახალი ამბები

“დამხობაზე” გვარამიას პოსტის საქმეს საიდუმლო გრიფი ადევს

6 დეკემბერი, 2019 • 1779
“დამხობაზე” გვარამიას პოსტის საქმეს საიდუმლო გრიფი ადევს

“დამხობაზე” გვარამიას პოსტის საქმეს საიდუმლო გრიფი ადევს ამის შესახებ ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა განუცხადა.

ელიზბარ გოზალიშვილის თქმით, მაგისტრი მოსამართლის წინაშე გვარამიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი მოწმის სტატუსით დაკითხავს:

“მაგსტრი მოსამართლის წინაშე განხორციელდება ნიკა გვარამიას მოწმის სახით დაკითხვა პროკურატურის შუამდგომლობით. რაც შეეხება დაკითხვას, აღნიშნულს განახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი, შესაბამისად მის მიერ მოხდება კითხვების დასმა. ნიკა გვარამია დაიკითხება კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე ორმელსაც აძლევს გრიფი საიდუმლო. შესაბამისად, საქმის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ” – ამბობს პროკურორი.

ნიკა გვარამია ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში იმყოფება, სადაც მოწმის სტატუსით უნდა დაიკითხოს. დარბაზში შესვლამდე გვარამიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აღნიშნული მოსამართლის აცილების შუამდგომლობას დააყენებს, რადგან მისი თქმით, სწორედ ამ მოსამართლემ გასხცა განძინება მისი ოჯახის წევრების თვალთვალის თაობაზე.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ:

გვარამიას თქმით, სუს-ში „დამხობაზე“ პოსტის გამო იბარებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი