ახალი ამბები

იუთუბზე ატვირთული ვიდეოს გამო 21 წლის აქტივისტს რუსეთში 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

6 დეკემბერი, 2019 • 1212
იუთუბზე ატვირთული ვიდეოს გამო 21 წლის აქტივისტს რუსეთში 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

დღეს, 6 დეკემბერს, მოსკოვის სასამართლომ 21 წლის სუტდენტი ეგორ ჟუკოვი დამნაშავედ ცნო ექსტრემისტულ მოწოდებებში და სასჯელის სახით 3-წლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯა. სასამართლო პროცესის შესახებ Meduza წერს. 

პროცესის მიმდინარეობისას სასამართლოს ირგვლივ ასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც ჟუკოვის დაკავებას აპროტესტებდნენ და სკანდირებდნენ: “სირცხვილია“; “გაამართლე“; “ეს არა სასამართლო, არამედ აბსურდია“ და “პასუხისმგებლობა და სიყვარული!“.

“იმედია, ჩვენ გვესმის, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკაში გადაიზარდა,“ – თქვა ჟუკოვმა სასამართლო პროცესიდან გამოსვლის შემდეგ და დაამატა – “თუ ისინი თვლიან, რომ მე სამოქალაქო აქტივიზმს შევწყვეტ, come on! [ინგ. ჟარგონი – კაი რა!]“.

https://www.youtube.com/watch?v=-s6IgYya4Ho&fbclid=IwAR2xlvR5_6_Z0r8k0q6_8LftQJO8tF4cCubpXdnMzqYXJ127Ux-Lmdov4ok

რაში ადანაშაულებენ ჟუკოვს?

BBC წერს, რომ ეგორ ჟუკოვს თავდაპირველად მასობრივი არეულობის ორგანიზებაში ადანაშაულებდნენ. ბრლადების ვერსიით, მოსკოვის 27 ივლისის აქციებს, ის თითქოსდა “მიმართულებას აძლევდა“. ამ აქციაზე რუსულმა ძალოვნებმა 1000 აქტივისტზე მეტი დაკავეს.

თუმცა, შემდგომ, ეს ბრალდება მას მოუხსნეს და მოუძებნეს სხვა – ექსრემისტული ქმედებებისკენ მოწოდება. პროკურატურა ამბობდა, რომ აღნიშნულ მოწოდებებს ჟუკოვი იუთუბის ბლოგზე აქვეყნებდა.

ჟუკოვს გამომძიებლები 4 ვიდეოს გამო ედავებოდნენ, სადაც ის პროტესტის ფორმებსა და სისტემასთან ბრძოლაზე საუბრობდა. ამ ვიდეოებს ექსპერტიზაც კი ჩაუტარდათ, რომლის თანახმადაც, ჟუკოვი ვიდეოებში ამჟღავნებდა სიძულვილს რუსული ხელსუფლებისა და კონსტიტუცური წყობის მიმართ.

გარეკანი ფოტო: რადიო თავისუფლების რუსული სამსახური

მასალების გადაბეჭდვის წესი