ვასილ როინიშვილი

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატის კენჭისყრა გაიმართა.

კენჭისყრის შედეგად პარლამენტს ვასილ როინიშვილის კანდიდატურა წარედგინა.

ვასილ როინიშვილი უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის იმ 9 მოსამართლეს შორის იყო, რომელმაც 2017 წელს მხარი დაუჭირა “რუსთავი 2”-ის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნების გადაწყვეტილებას.

ვასილ როინიშვილი 2008-09 წლებში მთავარი პროკურორის მოადგილე იყო.