16 მაისს დონეცკისა და ლუგანსკის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლობები გაიხსნა. მხარეებმა ეს ფაქტი მომავალი ორმხრივი, ეკონომიკური და ჰუმანიტარული ურთიერთობების განვითარების მიზეზით ახსნეს.
სამხრეთ ოსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები 2014 წელს აღიარა. რაც შეეხება აფხაზეთს, დონეცკში იმედოვნებენ, რომ უახლოეს პერიოდში აფხაზეთიც ანალოგიურ ნაბიჯს გადადგამს. თუმცა, ჟურნალისტების კითხვაზე, რას გეგმავს ოფიციალური სოხუმი ლუგანსკისა და დონეცკის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ, აფხაზეთის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ამბობს, რომ ეს საკითხი ჯერჯერობით ღიად რჩება.
![]() |
|
|





