ახალი ამბები

ეს არის ხელისუფლების ბოლო ჟამი – გაბაშვილი “ოცნების” დაგეგმილ აქციაზე

6 დეკემბერი, 2019 • 1021
ეს არის ხელისუფლების ბოლო ჟამი – გაბაშვილი “ოცნების” დაგეგმილ აქციაზე

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი გაბაშვილის თქმით, 14 დეკემბერს დაგეგმილ “შეკრებაზე” ხელისუფლება საჯარო უწყებებში დასაქმებული პირებს მიიყვენს. გაბაშვილი მათ “სამსახურეობრივ ქოცებს” უწოდებს და ამბობს, რომ ვისაც პოლიტიკური გამოცდილება ჰქონდა და პროცესების შეფასება შეეძლო, მათ პარტია დატოვეს.

“ეს არის ხელისუფლების ბოლო ჟამი, როც აიიპ-სა და სსიპ-ებისა და გამგეობის თანამშრომლებისგან უნდათ იმის ჩვენება სურთ, რომ საწინააღმდეგო აზრიც არსებობს. საწინააღმდეგო აზრი რომ ივანიშვილს ჰქონდეს ხელისუფლება არჩევნების გარეშე, აქვს მხოლოდ ივანიშვილს და ქართული ოცნების ვიწრო ჯგუფს. დანარჩენი ვინც ამას ტაშს უკრავს და ვინც იქ დგას, ესენი არიან ე.წ სამსახურეობრივი ქოცები. სხვანაირი ქოცები აღარ დარჩნენ,” – ამბობს გაბაშვილი ტვ “პირველთან” ინტერვიუში.

14 დეკემბერს, თბილისში “ქართული ოცნება” აქციის გამართავს. როგორც პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა, თბილისში დაგეგმილ შეკრებას პარტიის მხარდამჭერები რეგიონებიდანაც შეუერთდებიან. მისივე თქმით, “მასშტაბური შეკრებით”  ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის მიმდინარე საზეიმო კვირეულს შეაჯამება მოხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი