ახალი ამბები

შეურაცხყოფა და აგრესია საპასუხო ქმედებას იწვევს – გუბერნატორი ქუთაისში დაგეგმილ აქციაზე

6 დეკემბერი, 2019 • 1099
შეურაცხყოფა და აგრესია საპასუხო ქმედებას იწვევს – გუბერნატორი ქუთაისში დაგეგმილ აქციაზე

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ქუთაისში, ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით საზოგადოებას მიმართავს.

შალამბერიძე ყველას მოუწოდებს, ძალადობის პროვოცირებისგან თავი შეიკავონ, ამავროულად, იმედოვნებს, რომ დაგეგმილი აქცია თვითმმართველობის სტრუქტურების საქმიანობას არ შეაფერხებს.

“საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია და კანონის ფარგლებში ყველას შეუძლია საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. შეურაცხყოფა და აგრესია, რიგ შემთხვევებში საპასუხო ქმედებას იწვევს, ამიტომ ყველას მოვუწოდებ თავი შეიკავონ ძალადობის პროვოცირებისგან და ძალადობისგან. ყოველგვარი დაპირისპირება, ძალადობა და ძალადობის პროვოცირება ჩვენთვის მიუღებელია. კანონის ფარგლებში მოქმედება ყველა მოქალაქის ვალდებულებაა და ამ ჩარჩოებიდან გასვლას, ბუნებრივია, მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება. ჩვენი ქალაქი და მუნიციპალიტეტი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და იმედი მაქვს, დაგეგმილი აქცია ჩვენ ყოველდღიურ საქმიანობას არ შეაფერხებს”, – ნათქვამია შალამბერიძის განცხადებაში.

ოპოზიცია დღეს, 6 დეკემბერს ქუთაისში საპროტესტო აქციას გამართავს.

ოპოზიცია აქციის გამართვას ქუთაისში გეგმავს

მასალების გადაბეჭდვის წესი