ახალი ამბები

სააკაშვილის თქმით, უკრაინაშიც იანუკოვიჩის დროს გაუქმდა სამხედრო აღლუმი

26 მაისი, 2015 •
სააკაშვილის თქმით, უკრაინაშიც იანუკოვიჩის დროს გაუქმდა სამხედრო აღლუმი

როგორც ის ამბობს, საქართველოს დამოუკიდებლობის 24 წლისთავზე, გასაკვირია, რომ კიდევ დგას საკითხი, უნდა არსებობდეს თუ არა საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. 

 

ყოფილმა პრეზიდენტმა ამ კონტექსტში უკრაინაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ უკრაინაში ქართველთა მოღვაწეობა და წარმატება საქართველოს გადარჩენას ნიშნავს. 

 

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მოქმედი მთავრობა დამპყრობლის მიერ ხელდასმულია და რუსეთის ინტერესებს ატარებს.


“იანუკოვიჩმაც გააუქმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო აღლუმი. დაახლოებით იგივე პროცესი მიდის საქართველოშიც, თავდაცვის სამინისტროს გეგმაზომიერი ნგრევა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი