ახალი ამბები

პრეზიდენტმა წვევამდელთა ფიცი ჩაიბარა

26 მაისი, 2015 •
პრეზიდენტმა წვევამდელთა ფიცი ჩაიბარა

წვევამდელთა ფიცი ჩაიბარა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელმაც ამის შემდეგ სიტყვით მიმართა შეკრებილ საზოგადოებას. სიტყვით გამოვიდა, ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

 

ფიცის დადებამდე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლასა და სამხედრო მისიებში დაღუპულ ჯარისკაცებს.

 

პრეზიდენტისა და პრემიერის შემდეგ სიტყვით გამოვიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, რომელიც ავღანეთიდან ჩაერთო. ხიდაშელი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ავღანეთში მყოფ ქართველ ჯარისკაცებთან ერთად აღნიშნავს.


დღესვე საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ მოეწყო ავიაშოუ.

წვევამდელთა ფიცის დადება, 26 მაისი, 2015 წ. თბილისი, თავისუფლების მოედანი
წვევამდელთა ფიცის დადება, 26 მაისი, 2015 წ. თბილისი, თავისუფლების მოედანი

პრეზიდენეტმა გიორგი მარგველშვილმა ჩაიბარა წვევამდელების ფიცი, 26 მაისი, 2015 წ. თბილისი, თავისუფლების მოედანი
პრეზიდენეტმა გიორგი მარგველშვილმა ჩაიბარა წვევამდელების ფიცი, 26 მაისი, 2015 წ. თბილისი, თავისუფლების მოედანი

საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ოჯახთან ერთად მივიდა თავისუფლების მოედანზე, სადაც წვევამდელებმა ფიცი დადეს, 26.05.2015
საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ოჯახთან ერთად მივიდა თავისუფლების მოედანზე, სადაც წვევამდელებმა ფიცი დადეს, 26.05.2015

ფიცის დადების ცერემონიას ესწრებოდნენ მთავრობის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე და მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები
ფიცის დადების ცერემონიას ესწრებოდნენ მთავრობის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე და მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები

მასალების გადაბეჭდვის წესი