11:00 ვარდების მოედანზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე თავდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ცენტრ “დელტას” პროდუქციის გამოფენას მოინახულებს.
11:30 “პრაიმტაიმის” პრესკლუბში პარტია “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა და ალექსანდრე შალამბერიძე დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებენ.
12:00 საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რუსთაველის გამზირზე, მოეწყობა ქართული ოდის ტიპის სახლი, სადაც გაიმართება სასოფლო-სამეურნეო კოპერატივების მიერ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
მის: ლესია უკრაინკას ქუჩის კუთხესთან
12:30 დამოუკიდებლობის დღის დღესასწაულთან დაკავშირებით მოწყობილ სტენდთან საყდრისის დაცვის კომიტეტი საპროტესტო აქცია-პერფორმანსს გამართავს, სადაც აქციის მონაწილეები კიდევ რთხელ გააპროტესტებენ საყდრისის პრეისტორიული ოქროს მაღაროს აფეთქებას.
13:00 თავისუფლების მოედანზე, ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი წვევამდელთა, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფიცს ჩაიბარებს და სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართავს.
13:00 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი თავისუფლების მოედანზე წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიას დაესწრება.
13:00 თავისუფლების მოედანზე, სამხედრო ფიცის დადების ცერემონია, სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა გაიმართება.
13:30 თავისუფლების მოედანზე, ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრის კონცერტი გაიმართება.
13:30 მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კიევიდან ჩართვის მეშვეობით კონფერენციას გახსნის.
თემა: “დამოუკიდებლობის 6 ამბავი”.
14:00 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი 26 მაისისადმი მიღვნილ კონცერტს გახსნის.
მის: რუსთაველის #16
16:00 საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ქუთაისში, III ქვეით ბრიგადას ესტუმრებიან და დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას მიულოცავენ.
17:00 კინოთეატრ “ამირანის” I დარბაზში გაიმართება რეჟისორ ზაზა ნანობაშვილის მიერ ქართველ ემიგრანტებზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის, “დაბრუნდებიან” II ნაწილის პრემიერა და საზეიმო კონცერტი.
20:00 ბათუმში ოლიმპიურ ცეცხლის ჩამოტანის ცერემონია გაიმართება, რომლის ფარგლებში აეროპორტში სპეციალური ტრიბუნიდან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე და ოლიმპირი ჩემპიონი ლერი ხაბელოვი დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართვენ.
26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სხვა ღონისძიებათა შესახებ ასევე, შეგიძლიათ იხილოთ ბმული.




