ახალი ამბები

ბურჯანაძე მოსკოვში ლავროვის მოადგილეს შეხვდა

5 დეკემბერი, 2019 • 1218
ბურჯანაძე მოსკოვში ლავროვის მოადგილეს შეხვდა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ცნობას, რომლის თანახმადაც დღეს, 5 დეკემბერს ნინო ბურჯანაძე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მოადგილე ანდრეი რუდენკოს.

უწყების თანახმად, შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მდგომარეობა და პერსპექტივები; ამ ცნობის თანახმადვე, რუსეთმა დაადასტურა, რომ აქვს „საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზების ინტერესი“. ამ კონტექსტში დასახელდა ორ ქვეყანას შორის ავიარეისების აღდგენა.

განცხადებაში ასევე წერია, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენების განხილვისას ითქვა, რომ ამ მოვლენებს „მოსკოვში ქვეყნის შიდა საქმეებად თვლიან“, რომ „რუსეთი პრინციპულად იკავებს თავს სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევისგან“ და რომ რუსეთი „დაინტერესებულია მშვიდობითა და სტაბილურობით საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში“.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში 3 დეკემბერს გაემგზავრა. ის მოსკოვში ვიზიტისთვის და შეხვედრებისთვის პერიოდულად მიემგზავრება ხოლმე.

ბოლო პერიოდში ნინო ბურჯანაძე გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად ქვეყანაში პროპორციული არჩევნების დანიშვნას ითხოვს და საპროტესტო პროცესებშიც მონაწილეობს.

ნახეთ ამ თემაზე:

ნინო ბურჯანაძე მოსკოვში გაემგზავრა

მოძრაობა “ქვეყნის სამსახურში” ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტზე

მასალების გადაბეჭდვის წესი