ახალი ამბები

მედვედევი ირწმუნება, რომ კითხვა 2 წლის ასაკში ისწავლა

5 დეკემბერი, 2019 • 1853
მედვედევი ირწმუნება, რომ კითხვა 2 წლის ასაკში ისწავლა

რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი ირწმუნება, რომ კითხვა ორი წლის ასაკში ისწავლა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ყოველწლიური პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

„კითხვა ადრე ვისწავლე – ორი წლის ვიყავი, მაგრამ მხოლოდ მაშინ ვკითხულობდი წიგნებს, როცა მშობლები მაძალებდნენ“, – განაცხადა მედვედევმა.

გარდა ამისა, მედვედევის თქმით, პირველი წიგნი, რომელმაც ის გაიტაცა, ჟიულ ვერნის „კაპიტან გრანტის შვილები“ იყო, ხოლო ახლა ელექტრონული წიგნების კითხვაზეა გადასული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი