ახალი ამბები

სერგო რატიანი ენმ-დან 4 დეპუტატის შესაძლო წასვლის ფაქტს “პარტიაზე ზეწოლით” ხსნის

25 მაისი, 2015 •
სერგო რატიანი ენმ-დან 4 დეპუტატის შესაძლო წასვლის ფაქტს “პარტიაზე ზეწოლით” ხსნის

“გავრცელდა ინფორმაცია, ჩვენც გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ მელაძე, ხაჩიძე, კუბლაშვილი და ჯაფარიძე პარტიას ტოვებენ. ჩვენ ეს ინფორმაცია გვაქვს, მაგრამ ოფიციალურად არ მიუმართავთ ჯერ პარტიისთვის, როცა მიმართავენ პარტიას, შემდეგ გავაკეთებთ განცხადებას.

 

მე მესმის, რომ 3 წლის განმავლობაში ჩვენ პარტიაზე სერიოზული ზეწოლები იყო. ამის გაძლება ძალიან რთულია და ყველა ადამიანი თავის გზას პოულობს”, – განაცხადა რატიანმა.


დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ენმ-ს რიგები დატოვეს ზურაბ ჯაფარიძემ, გოგა ხაჩიძემ, გიორგი მელაძემ და პავლე კუბლაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი