შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს ინციდენტებზე, რომლებიც უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში მოხდა – შეხვედრაზე განიხილეს ბოლო პერიოდში ადგილობრივი მოსახლეობის დაკავების ფაქტები, რამდენიმე თვის წინ ახალგორის მკვიდრის – დავით ბაშარულის გარდაცვალების ფაქტზე რუსეთის ექსპერტიზის დასკვნის გადმოცემის საკითხი, ასევე რომან შიტიკოვის და გრიგორი ნალბანდოვის საკითხები.
“საუბარი ასევე შეეხო საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ აღმართული მავთულხლართებისა და რკინის ღობეებით გამოწვეულ პრობლემებს”, – წერია შსს-ს განცხადებაში. აღნიშნული უწყებიდან შეხვედრას საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი შალვა ენუქიძე და დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
რა საკითხები დააყენეს ქართულ მხარესთან შეხვედრის დროს ცხინვალის წარმომადგენლებმა, ამ ეტაპზე უცნობია.
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას | |