“სინოდმა დაადგინა, რომ უნდა შეიქმნას აუცილებლად დემოგრაფიული განვითარების პროგრამა. გამოითქვა სურვილი, რომ განათლების სამინისტრომ, ვიდრე ის დანერგავს ამ საგანს, შეიტანს სასწავლო პროგრამაში, მოხდეს ამ პროექტის განხილვა, როგორც ეკლესიის, ასევე საზოგადოების, რელიგიური ორგანიზაციების მონაწილეობით და ფართო საზოგადოების ჩართვით”, – განაცხადა მედიასთან საუბარში გრიგოლ ბერბიჭაშვილმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა სინოდის სხდომის შემდეგ.
ბერბიჭაშვილის განმარტებითვე, სინოდის გადაწყვეტილებით, ნიკორწმინდის ეპარქიას ეყოლება ახალი ეპისკოპოსი- არქიმანდრიტი, ვახტანგ ლიპარტელიანი, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში მსახურობდა, ბოლო სამი წელი კი, მოსკოვის ქართულ ტაძარს ხელმძღვანელობდა.