ახალი ამბები

ზუგდიდში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულთაგან ერთი სასულიერო პირია

5 დეკემბერი, 2019 • 1250
ზუგდიდში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულთაგან ერთი სასულიერო პირია

ნეტგაზეთის ინფორმაციით, ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის, სასულიერო პირი გუშინ დააკავეს.

ამ საქმეზე შსს-მ სულ ორი პირი დააკავა, მათ შორის, ერთი 2 ნოემბერს, ერთი კი 4 დეკემბერს. თუმცა, უწყებაში სხვა დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ.

რაც შეეხება მუხლს, გამოძიება ამ საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკის უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი