ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის მესამე პრეზიდენტს 1 მილიონი აშშ დოლარის მიტაცებას ედავებიან

5 დეკემბერი, 2019 • 1571
სომხეთის მესამე პრეზიდენტს 1 მილიონი აშშ დოლარის მიტაცებას ედავებიან

სომხეთის მესამე პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს ბრალი წარუდგინეს. სომხეთის საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, პრეზიდენტობის პერიოდში [2008-2018], 2013 წლის 25 იანვრიდან 7 თებერვალმდე, ჩინოვნიკთა ჯგუფის დახმარებით, სარგსიანს სახელმწიფო ბიუჯეტიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით [489.160.310 დრამი] თანხის მიტაცებას ედავებიან.

საქმე ეხება მთავრობის პროგრამას სომხეთში მიწითმოსარგებლეთათვის დიზელის შეღავათიან ფასში შეძენაზე. გამოძიების ცნობით, სატენდერო პროცესში ფინანსური მაქინაციების შედეგად სუბსიდიების მითვისება მოხდა.

აღკვეთის ღონისძიების სახით,სერჟ სარგსიანს ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილი დააწერინეს.

ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება სომხეთის მეორე პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის მიმართაც დაიწყო.  ქოჩარიანი 2008 წლის პირველი მარტის მიტინგის დარბევაში, კონსტიტუციური წყობის დამხობასა და დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში არის ბრალდებული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი