ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე და თავისუფლების მოედანზე საქართველოში წარმოებული ტექნიკა, მათ შორის ჯავშანტექნიკა და უპილოტო საფრენი აპარატია გამოფენილი, რომლის დათვალიერება მოქალაქეებისთვის უკვე შესაძლებელია.
პარალელურად სამუშაოები მიმდინარეობს ხელოვნური გათოვლიანების კუთხის მოსაწყობდ.
26 მაისს, თორმეტ საათზე დაიწყება ღონისძიება საზეიმო თეატრალიზებული მსვლელობით, პირველ საათზე ფიცის დადება გაიმართება თავისუფლების მოედანზე, იქნება ავიაშოუს ელემენტები.
მთელი დღის განმავლობაში, საღამოს 8 საათამდე რუსთაველის გამზირი დაეთმობა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ მოწყობილ კუთხეებს.
26 მაისის სადღესასწაულო ღონისძიების პროგრამა დაამტკიცა საორგანიზაციო კომისიამ, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.




