ახალი ამბები

ვერ ვხედავდით, რომ რუსეთი გამოძიებაში გვეხმარებოდა – მერკელი ხანგოშვილის მკვლელობაზე

5 დეკემბერი, 2019 • 2020
ვერ ვხედავდით, რომ რუსეთი გამოძიებაში გვეხმარებოდა – მერკელი ხანგოშვილის მკვლელობაზე

გერმანიამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნიდან გაეძევებინა ბერლინში რუსეთის ფედერაციის საელჩოს ორის თანამშრომელი მას შემდეგ, რაც ნათელი გახდა, რომ რუსეთი გერმანიას არ ეხმარებოდა ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიებაში. Reuters-ის ცნობით ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა .

„რუსეთის პრეზიდენტს შემდეგ კვირას ვხვდები და მას ინფორმაციას მივაწოდებ“, – განაცხადა მერკელმა ინგლისში ჩატარებულ NATO-ს სამიტზე,- „ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რადგან ვერ ვხედავდით, რომ რუსეთი ამ საქმის გამოძიებაში გვეხმარებოდა“.

გერმანიის პროკურატურას ხანგოშვილის მკვლელობაში რუსული ან ჩეჩნური კვალის არსებობის ეჭვი აქვს. ხანგოშვილი რამდენიმე თვის წინ ბერლინის ცენტრში, პარკში მოკლეს, როცა იგი მეჩეთში მიდიოდა.

საქართველოს დუმილი ხანგოშვილის მკვლელობაზე – რუსეთის შიშით?

 

მასალების გადაბეჭდვის წესი