ახალი ამბები

საპარლემენტო უმცირესობა მთავრობას კრიზისიდან გამოსვლის გეგმის წარმოდგენას სთხოვს

25 მაისი, 2015 •
საპარლემენტო უმცირესობა მთავრობას კრიზისიდან გამოსვლის გეგმის წარმოდგენას სთხოვს

კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის და ფრაქცია “ნაცინალური მოძრაობის” წევრმა გიორგი ვაშაძემ მთავრობას კრიზისიდან გამოსვლის გეგმის წარმოდგენა მოსთხოვა:

 

“დროა წარმოადგინოთ კრიზისიდან გამოსვლის გეგმა. მაგრამ ალბათ თქვენთვის ეს შოკუნიაა. ლარი უფასურდება, ნეგატიური ფონია, ძვირდაება პროდუქტი. ნაცვლად იმისა, რომ ფინანსთა მინისტრი მოსულიყო და პასუხი გაეცა – დაიმალა. ამ სიტუაციაში ჩაგვაგდო ხადურმა და მთავრობამ. ამას სჭირდება სამოქმედო გეგმა, რომელსაც ვერ ვეღირსეთ და მთვარობამ არ წარმოადგინა”- განაცხადა ვაშაძემ.

 

საპარლამენტო უმცირესობის წვრმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს გეგმა, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს და მთავრობას ამ საკითხის განხილვა არ უნდა.  

 

დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ, ზურაბ ტყემელაძემ საპარლამენტო უმცირესობის წევრებს გეგმის კომიტეტზე გატანა და განხილვა შესთავაზა. 

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი