“არის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება. უმრავლესობას მთელი ისრების გადაყრა უნდა ეროვნული ბანკისაკენ. უამრავი კითხვა გვაქვს იმ არაკომპეტენტურ ხარჯვასთან დაკავშირებით, რასაც ახორციელებდა ფინანსთა სამინისტრო. ჩვენი ანგარიშით 70 მლნ-ზე მეტი შემოვიდა იმიტომ, რომ ბიუჯეტი გათვალისწინებული იყო სხვა კურსით და ლარი არის 2,27-ის ნიშნულზე”- განაცხადა მაჭავარიანმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შეფასებით, ლარის დევალვაციაში ეროვნული ბანკი დამნაშავე არ არის:
“ის, რომ ქვეყანაში მცირდება ექსპორტი, ინვესტიციები და გადმორიცხვები და ივანიშვილის გადაწყვეტილებით 2 წელის განმავლობაში იყო გაჩრებული პრივატიზაცია, მიმაჩნია, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უფრო ადრე უნადა გამოსულუყო და ეთქვა, რომ მთავრობა არ აკეთბდა არაფერს. ეროვნულმა ბანკმა გადაფარა მთავრობის საქმიანობა. ერვნუილი ბანკის პრეზიდენტმა როცა 2013 წელს გააკეთა განცხადებები, მას თითი დაუქნია ექსპრემიერმა. გიორგი ქადაგიძე არ იყო პოლიტიკოსი და განცხადებას არ აკეთებდა. სების პრეზიდენტი იცავდა კოლეგიალობას და არ საუბრობდა იმ პრობლემებზე, რაც ჰქობდა ეკონომიკას” – განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.
საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის ანგარიშს მოისმენენ.







