ახალი ამბები

“ერის მამის გადაგდებას არ შეგარჩენთ” – აქცია-პერფორმანსი ხუნდაძის წინააღმდეგ

4 დეკემბერი, 2019 • 1394
“ერის მამის გადაგდებას არ შეგარჩენთ” – აქცია-პერფორმანსი ხუნდაძის წინააღმდეგ

მოძრაობა “20/30-იანელების” წარმომადგენლებმა მცხეთის გამგეობასთან მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის საწინააღმდეგო აქცია-პერფორმანსი გამართეს.

აქციაზე “20/30-იანელებს” მიტანილი ჰქონდათ პლაკატები წარწერებით:

  • “დიმიტრი, ბიძინა დაიკრძალება მთაწმინდაზე, შენ – ძეგვში”
  • “გახსოვდეს, ვინ გაქცია კაცად”
  • “ერის მამის გადაგდებას არ შეგარჩენთ”
  • “სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ, რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ”

“ხუნდაძემ იუდასავით გაყიდა ივანიშვილი და ამ დიდებულ ადამიანს ისტორიული გადაწყვეტილების მიღებაში ხელი შეუშალა”, – განაცხადეს მოძრაობის წევრმა.

“გირჩის” სამოქალაქო აქტივისტების მოძრაობა “20/30-იანელები” პარალელურად ბიძინა ივანიშვილის მთაწმინდაზე დაკრძალვის მოთხოვნით ხელმოწერებსაც აგროვებენ. ამ მოთხოვნით ისინი ორბელიანის მოედანზე, “ქართული ოცნების” ორგანიზებულ კონცერტზეც იმყოფებოდნენ ბანერით: “100 კონცერტი ხალხს 2030 წლამდე”.

მასალების გადაბეჭდვის წესი