შუახევის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი 25 წლის პაციენტის ახლობლის თქმით, დაჭრილის დასახმარებლად ქირურგი ხულოდან გამოიძახეს, მაგრამ რეანიმობილი გამოძახებიდან მხოლოდ 2 საათში მივიდა კლინიკაში (რამდენიმე კვირის წინ შუახევში გაუქმდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადაუდებელი და გეგმიური სტაციონალური მომსახურება. ამის მიზეზი იყო ის, რომ კომპანია „ევექსმა“, რომელიც მაღალმთიან აჭარში საავადმყოფოებს ფლობს, უარი თქვა ზემოთ აღნიშნულ მომსახურებაზე. შესაბამისად, შუახევის საავადმყოფოს ქირურგი აღარ ჰყავს).