ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ლავროვი: აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ვთანამშრომლობთ, რათა არ განმეორდეს ავანტიურა

24 მაისი, 2015 • • 1132
ლავროვი: აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ვთანამშრომლობთ, რათა არ განმეორდეს ავანტიურა

“აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციის მიერ არიან აღიარებული და მის მოკავშირეებს წარმოადგენენ. ეს ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო რეალობაა. ჩვენ მათთან ვთანამშრომლობთ მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რათა არ განმეორდეს 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ავანტიურა”, – განაცხადა ლავროვმა.

 

მედიის კითხვაზე, გაითვალისწინებს თუ არა რუსეთი ევროპის საბჭოს რეზოლუციას, ლავროვი ამბობს: “არ იცნობს განცხადებებს და გადაწყვეტილებებს, რომლებიც რუსეთისგან მოითხოვს შესვლის უზრუნველყოფას, როგორც თქვენ თქვით , საქართველოს “ოკუპირებულ ტერიტორიებზე”. ჩემთვის ასეთი განცხადებები უცნობია”. 

 

ლავროვის თქმით, საერთაშორისო წარმომადგენლებმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე შესვლის საკითხებზე უშუალოდ ამ ქვეყნების ხელმძღვანელობებს უნდა მიმართონ. 

 

“რამდენადაც მე ვიცი, ასეთი ვიზიტები რეგულარულად ხდება. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ევროპული და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები სტუმრობენ. როგორც ჩვენ გვეუბნებიან რეგულარული კონტაქტების დროს, ამ ქვეყნების მთავრობები ღია არიან დიალოგისთვის საერთაშორისო სტრუქტურებთან, ეს იქნება ევროპის საბჭო, გაერო თუ ეუთო.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


 

მასალების გადაბეჭდვის წესი