ახალი ამბები

მარგველაშვილი: გვსურს ევროპული განვითარების გზა აფხაზ და ოს ხალხთან ერთად განვვლოთ

23 მაისი, 2015 •
მარგველაშვილი: გვსურს ევროპული განვითარების გზა აფხაზ და ოს ხალხთან ერთად განვვლოთ

“დღეს საქართველო შეუქცევადად ადგას ევროპული განვითარების გზას და ჩვენი გულწრფელი სურვილია, რომ ის აფხაზ და ოს ხალხთან ერთად გავნვლოთ,”– ნათქვამია პრეზიდენტის მიერ Facebook-ის საშუალებით გავრცელებულ განცხადებაში. 

 

პრეზიდენტის განცხადებით, უნდა მოვძებნოთ და განვაახლოთ ის ინტერესები, რომლებიც ამ ხალხებს აერთიანებდა.

 

“დღეს ჩვენ პატივისცემით ვიხსენებთ ჩვენს თანამემამულეებს, აფხაზეთის მიწის შვილებს – მწერლებსა და მეცნიერებს, სპორტსმენებსა და საზოგადო მოღვაწეებს. დღეს ასევე გულისტკივილით ვიხსნებთ ძმათა შორის ომს. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ წარსული, მაგრამ ორინეტირებულნი უნდა ვიყოთ მომავალზე – უნდა მოვძებნოთ და განვაახლოთ ის ინტერესები და ფასეულობები, რაც ოდითგანვე აერთიანებდა ჩვენს ხალხებს,”– განაცხადა მარგველაშვილმა.

 

 

დღეს საქართველოში ‘აფხაზეთის დღე’ აღინიშნება. ეს დღე უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ინიციატივთ, იესოს ერთ-ერთი მოც…

Posted by Giorgi Margvelashvili on Saturday, May 23, 2015

 

“აფხაზეთის დღე” აღნიშნა პრემიერ–მინისტრმაც. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის პოლიტიკა აფხაზებთან ურთიერთობების განმტკიცებისა და ნდობის აღდგენისკენ არის მიმართული. ღარიბაშვილის თქმით, აფხაზეთი თითოეული ქართველისთვის მოუშუშებელი იარაა.

 

“აფხაზეთის დღე” საქარველოში 23 მაისს ილია II-ის ინიციატივთ იესოს ერთ-ერთი მოციქულის, აფხაზეთის მიწაზე დაკრძალული წმინდა სვიმონ კანანელის ხსენების დღეს დაწესდა. საპატრიარქოს პრესსამსახურის ცნობით,  ილია II-მ ამ დღის აღნიშვნის შესახებ ლოცვა–კურთხევა 2013 წლის 27 სექტემბერს, აფხაზეთის დაცემისა და ჯვართამაღლების დღეს გასცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი