ახალი ამბები

აშშ მხარს უჭერს ევროკავშირის მცდელობას ითანამშრომლოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან

23 მაისი, 2015 • 1136
აშშ მხარს უჭერს ევროკავშირის მცდელობას ითანამშრომლოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან

“ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ინიციატივებს, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ხელს შეუწყობს დემოკრატიასა და კარგ მმართველობას, ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას, კორუფციასთან ბრძოლას, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დროს, როდესაც რეგიონში რუსეთის მხრიდან გაიზარდა ზეწოლა და დეზინფორმაცია,”– ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. 

 

ლატვიის დედაქალაქ რიგაში “აღმოსავლეთ პარტნიორობის” რიგით მეოთხე სამიტი 2015 წლის 22 მაისს გაიმართა. სამიტში მონაწილეობდნენ “აღმოსავლეთ პარტნიორობის” წევრი 6 ქვეყნის (საქართველო, აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, სომხეთი და უკრაინა) და ევროკავშირის წევრი 28 სახელმწიფოს მთავრობის/სახელმწიფოს მეთაურები. სამიტს თავმჯდომარეობდნენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი.

 

სამიტის დეკლარაციის 23-ე მუხლი სრულად ეთმობა უვიზო მიმოსვლის საკითხს, სადაც ხაზგასმულია ის პროგრესი, რომელიც ამ მიმართულებით საქართველომ და უკრაინამ აჩვენეს. დეკლარაციის ტექსტის მიხედვით, სამიტის მონაწილეებს აქვთ მოლოდინი, რომ ევროკომისია ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების საბოლოო ანგარშს წლის ბოლომდე წარადგენს და შემდეგ კომისია ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოს მიმართავს საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების საკითხზე.

 
საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. დელეგაციის შემადგენლობაში, ასევე, იმყოფებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი