რეფერენდუმში მონაწილეობა 3.2 მილიონმა ადამიანმა მიიღო. კითხვა შემდეგნაირად იყო ფორმულირებული – ეთანხმებით თუ არა, რომ ქორწინება შეიძლება გაფორმდეს ორ პირს შორის განურჩევლად მათი სქესისა, ამომრჩევლებმა კი, დიახ ან არა უნდა უპასუხონ. ეს პირველი რეფერენდუმია ირლანდიაში, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით ჩატარდა. ირლანდიაში ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზება 22 წლის წინ მოხდა, 2010 წელს კი ქვეყანამ სამოქალაქო პარტნიორობის უფლება დააწესა გეი წყვილებისთვის, თუმცა თავის შინაარსით ურთიერთობის ეს ფორმა განსხვავდება ქორწინებისაგან.
ამჟამად მსოფლიოში გეი ქორწინებას 19 ქვეყანა ცნობს.








